მნიშვნელოვანისიახლეები

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ვითარება კვლავ დაიძაბა

აშშ დგას ყველასთან, ვინც მშვიდობიანად გამოხატავს თავიანთ უნივერსალურ უფლებებს- პრაისი

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ვითარება კვლავ დაიძაბა. სპეცრაზმმა პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების წყლის ჭავლით დაშლა დაიწყო.

“მოქალაქენო, მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ, ცოტა ხანში გზა გაიხსნება“,- მიმართავდნენ აქციის მონაწილეებს.

მოწოდების მიუხედავად აქციის მონაწილეები არ იშლებიან. აქციის მონაწილეები სკანდირებენ:”საქართველო”!

აქციის მონაწილეები სპეცრაზმის მიმართულებთ გაურკვეველ ნივთებს ისვრიან.

აქციის მონაწილეები სამართალდამცავებს წინააღმდეგობას უწევენ და სკანდირებენ: „საქართველო!“ „მონებო!“.

ჩვენი გზავნილი საქართველოს ხალხის, საქართველოს მთავრობის, მთელი მსოფლიოს მოსახლეობისა და მთავრობებისადმი არის, რომ აშშ დგას ყველასთან, ვინც მშვიდობიანად გამოხატავს თავიანთ უნივერსალურ უფლებებს, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა.

ნედ პრაისის თქმით, შვიდობიან დემონსტრანტებს უნდა მიეცეთ უფლება, გამოხატონ თავიანთი უფლებები თავისუფლად.

„ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში ბოლო საათის მოვლენებს. ჩვენ ვხედავთ ცნობებს, რომლებიც თბილისიდან მოდის, რომელთა თანახმადაც, დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და სხვა საშუალებები გამოიყენეს ე.წ. უცხოური აგენტების წინააღმდეგ პროტესტის ჩასახშობად. ჩვენი გზავნილი საქართველოს ხალხის, საქრთველოს მთავრობის, მთელი სმოფლიოს მოსახლოებისა და მთავრობებისადმი არის, რომ აშშ დგას ყველასთან, ვინც მშვიდობიანად გამოხატავს თავიანთ უნივერსალურ უფლებებს. მსოფლიოს მოსახლეობის უნივერსალური უფლებაა შეკრება, რომ მათი ხმები იქნას გაგონილი, თავისუფლად საუბარი, მათი მთავრობებისთვის ანგარიშვალდებულების დაკისრება. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოში ადგილზე სიტუაციის მონიტორინგს, თუმცა ჩვენი გზავნილია, რომ მშვიდობიან დემონსტრანტებს უნდა მიეცეთ უფლება, გამოხატონ თავიანთი უფლებები თავისუფლად. ეს არის საქართველოს მოსახლეობის უფლება, ეს არის მსოფლიოში ყველა ქვეყნის მოსახლეობის უფლება“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button