“მუხტარლის საქმემ საქართველოს იმიჯი დააზიანა”

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ აფგან მუხტარლის საქმეზე პრეზიდენტის პოზიცია გაახმოვანა.

“ამ სამწუხარო ფაქტმა საქართველოს საერთაშორისო იმიჯი მნიშვნელოვნად დააზიანა,” – ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის პრესსპიკერი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეს.

“ქართველი ხალხის მონაპოვარია, რომ საქართველო არ არის ქვეყანა სადაც ჟურნალისტებს დევნიან და ადამიანებს იტაცებენ. დღეს ყველანი – ხელისუფლებაც და საზოგადოებაც ვიმყოფებით შელახული იმიჯის დაძლევის კრიზისულ ეტაპზე”, – აცხადებს ეკა მიშველაძე.

მისივე თქმით, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს პროცესი, რაც უფრო ხშირად გაკეთდება არაადექვატური კომენტარები ეს უფრო გაართულებს არსებულ სიტუაციას.

საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების მონაწილეობა ამ ინციდენტში არის აბსოლუტურად გამორიცხული – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აფგან მუხთარლის საქმის კომენტირებისას. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია იმ დემოკრატიული სტანდარტების შენარჩუნება, განვითარება და გაუმჯობესება, რომელსაც დიდი შრომის შედეგად მიაღწიეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button