მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

პოლიტიკური მხარეები მოსალაპარაკებლად კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან

ოპოზიციისა და “ქართული ოცნების” წარმომადგენლები მოსალაპარაკებლად დღეს ისევ შეიკრიბებიან. მოლაპარაკების პროცესი კვლავ ევროკავშირის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით გაიმართება

როგორც შვედი დიპლომატი ამბობს, პროგრესისთვის მუშაობა კვლავ გრძელდება და ამ მიმართულებით გასაკეთებელი კიდევ ბევრი აქვთ მხარეებს.

„მე ფოკუსირებული ვარ იმ საქმეზე, რასაც ახლა ვაკეთებ, ესაა მედიაციის მცდელობა და პროგრესი ამ მიმართულებით. ვაპირებ, სიღრმისეულად ვიმუშაოთ დღესაც ისევე, როგორც გუშინ. ჩვენ ბევრი გვაქვს სამუშაო და გასაკეთებელი”, – ამბობს დანიელსონი.

კრისტიან დანიელსონის შუამავლობით პოლიტიკურ მხარეებს შორის მოლაპარაკებები რამდენიმე დღეა, მიმდინარეობს. დიპლომატი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button