პანამაში ღორის გრიპს 18 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

პანამაში ღორის გრიპით 18 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 600 ჰოსპიტალიზებულია. ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, შემთხვევების 35% A(H1N1) შტამმა – ე.წ. ღორის გრიპმა გამოიწვია.

ხელისუფლება სიტუაციის განვითარებს ყურადღებით აკვირდება და აუცილებელ ზომებს იღებს. ქვეყანაში უახლოეს დროში 1,18 მილიონი დოზის ვაქცინის პარტიას ელოდებიან.

პანამის ჯანდაცვის მინისტრის, ხავიერ ტერენტიესის თქმით, თუ დაავადება კვლავ ასეთი ტემპებით გავრცელდება, მაშინ ქვეყანაში ეპიდემიის დასაწყისი და საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button