მსოფლიო

დღეს ამერიკა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

დღეს, 4 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

წელს აშშ-ის დამოუკიდებლობის რიგით 242-ე იუბილეა.

1776 წლის 4 ივლისს, კონგრესმა ბენჟამენ ფრანკლინის მეთაურობით, დამოუკიდებლობის დეკლარაციას მოაწერა ხელი.

4 ივლისს ამერიკის დაბადების დღესაც უწოდებენ, ვინაიდან ამ დღეს, 1776 წელს, ამერიკის 13-მა კოლონიამ ინგლისისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რამაც საფუძველი ჩაუყარა ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი სახით ჩამოყალიბებას.

ეროვნული დღესასწაული უქმე დღედ არის გამოცხადებული. ეს დღე ამერიკელებისთვის, როგორც წესი, , აღლუმებთან, კონცერტებთან, ბეისბოლის მატჩებთან და ოჯახურ პიკნიკებთან ასოცირდება.

როგორც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, ამ დღეს ოჯახები შეიკრიბებიან და პატივს მიაგენებენ ქვეყნის გმირებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button