კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

არასრულწლოვანზე სქესობრივ კავშირში შესაძლო ბრალდებული გირაოთი გაათავისუფლეს

16 წელს მიუღწეველ პირთან შესაძლო სქესობრივ კავშირში ბრალდებული მამაკაცი გირაოთია გათავისუფლებული. რადიო ჰერეთის ინფორმაციით, აღკვეთის არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენება ექსპერტიზის დასკვნის არარსებობამ გამოიწვია.

სისხლის სამართლის საქმეში, ჯერჯერობით არ დევს ექსპერტის დასკვნა, რომელიც ბრალდებული მამაკაცის არასრულწლოვანთან სქესობრივ კავშირს დაადასტურებს.

რადიო ჰერეთისვე ინფორმაციით, 25 წლის მამაკაცი, სასამართლო სხდომაზე ამტკიცებდა, რომ მას, გოგონას ასაკის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ ჰქონდა და ის, 17 წლის ეგონა.

წინასწარ პატიმრობაშია გოგონას ძმა, რომელმაც, წინასწარი ინფორმაციით, დას მამაკაცთან სატელეფონო მიმოწერა უპოვა და სასტიკად სცემა. არასრულწლოვანისა და მასთან სავარაუდო კავშირში მყოფი მამაკაცის ოჯახები, მედიასთან კონტაქტზე კვლავ უარს ამბობენ.

თავად არასრულწლოვანი, ამჟამად, ერთ- ერთ თავშესაფარში იმყოფება.

შეგახსენებთ, არასრულწლოვანზე სავარაუდო ძალადობის ფაქტი, თელავის მუნიციპალიტეტის ერთ- ერთ სოფელში მოხდა. მომხდარ ფაქტზე, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ორი პირი დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 140-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ძალადობაში ბრალდებულ პირს, 3 წლამდე, ხოლო 16 წელს მიუღწეველ არასრულწლოვანთან სქესობრივი დანაშაულის ჩადენაში, ბრალდებულს, 7-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მსგავსი პოსტები

Back to top button