მსოფლიოსაქართველოსიახლეები

პუტინმა ზურაბიშვილსა და პოროშენკოს ახალი წელი არ მიულოცა

საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები, სალომე ზურაბიშვილი და პეტრო პოროშენკო არ აღმოჩნდნენ კრემლის მიერ დღეს გამოქვეყნებულ უცხოეთის ქვეყნების პირველი პირების იმ სიაში, ვისაც რუსეთის ლიდერი დამდეგ ახალ წელს ულოცავს. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.

ამავე ვებგვერდის ინფორმაციით, პუტინმა სულ 40 ქვეყნის ლიდერებს მიულოცა, რომელთა შორის არიან ევროპელი ლიდერები, ასევე აზერბაიჯანის, სომხეთისა და თურქეთის პირველი პირები.

მსგავსი პოსტები

Back to top button