მნიშვნელოვანისიახლეები

პრეზიდენტს არ ეძლევა შესაძლებლობა შეხვდეს და სათანადოდ უმასპინძლოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში

პრეზიდენტის განცხადებას ოცნებიდან კრიტიკა მოჰყვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტს ეხმარება.
პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სომხეთის პრემიერის, ნიკოლო ფაშინიანის საქართველოში ვიზიტის შესახებ შესაბამის უწყებებს მისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.

როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, “სამწუხაროა, რომ პრეზიდენტს არ ეძლევა შესაძლებლობა, შეხვდეს და სათანადოდ უმასპინძლოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში.”

“საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება ქვეყანაში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ვიზიტს, თუმცა სამწუხაროა, რომ პრეზიდენტს არ ეძლევა შესაძლებლობა, შეხვდეს და სათანადოდ უმასპინძლოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში.

ასევე, სამწუხარო და აღსანიშნავია ისიც, რომ შესაბამისი უწყებების მხრიდან არ ხდება პრეზიდენტის ინფორმირება ქვეყანაში დაგეგმილი მაღალი რანგის ვიზიტების, შეხვედრებისა თუ ღონისძიებების შესახებ,” – აღნიშნულია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.
თავად ზურაბიშვილმაც გადასარევად იცის, რომ აბსოლუტურად არაფერ შუაში იყო ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტთან დაკავშირებით, იცის ასევე ისიც, რომ მხოლოდ ხელის შეშლისთვის თუ გამოიყენებდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ზურაბიშვილმა თვითონ მოისპო შესაძლებლობა, კონსტრუქციული წვლილის შემტანი ყოფილიყო მიმდინარე პროცესებში.

„რეალურად, ეს იყო წარმატებული ვიზიტი, წარმატებული თანამშრომლობის რეზულტატები, რაც იხილა საზოგადოებამ. არ ვიცი, მას კიდევ რითი უნდა გაემდიდრებინა ეს ყველაფერი. რეალურად, თვითონაც არაფერი აქვს სათქმელი ამასთან დაკავშირებით. არ დაგვავიწყდეს, რომ ზურაბიშვილმა თვითონ მოისპო შესაძლებლობა, კონსტრუქციული წვლილის შემტანი ყოფილიყო ამ პროცესებში, მათ შორის შეუთანხმებელი ნაბიჯებით, გახსოვთ, ეს იყო მთავარი ფაქტორი, რამაც მიიყვანა მდგომარეობა იქამდე, რომ აუცილებელი გახდა იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყება. პროცედურა ფორმალურად არაშედეგიანად დასრულდა, მაგრამ შინაარსობრივად ეს შედეგის მომტანი იყო. მე აბსოლუტურად ლოგიკურად თანმიმდევრული მგონია ხელისუფლების დამოკიდებულება, როდესაც ცდილობს, ზურაბიშვილთან თანამშრომლობა არ შედგეს. არ არის ამის საჭიროება, არც მიზეზი და არც საფუძველი. ფორმალური აუცილებლობა და ფორმატები სადაც არ არსებობს თანამშრომლობის, ხელისუფლებას სხვა ინტერესი ვერ ექნება, ხელისუფლებას, რომელმაც თქვა და დაარქვა სახელი ზურაბიშვილის „მოღვაწეობას“, როგორც მიზეზი იმპიჩმენტისა“, – განაცხადა სარჯველაძემ.

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გუშინდელ ვიზიტს სალომე ზურაბიშვილი განცხადებით გამოეხმაურა, სადაც აღნიშნა: „მივესალმები სომხეთის პრემიერის ვიზიტს, თუმცა სამწუხაროა, რომ პრეზიდენტს არ ეძლევა შესაძლებლობა, შეხვდეს და სათანადოდ უმასპინძლოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებს“.

საქართველო-სომხეთის ეკონომიკური კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართა, ამ პლატფორმას ხელმძღვანელობენ პრემიერ-მინისტრები და მონაწილეობენ მთავრობის წევრები. ასე რომ, ყველაფერი მოხდა დადგენილი წესით და ბუნებრივია, სამთავრობო პროტოკოლის თანახმად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

ირაკლი ღარიბაშვილისა და ნიკოლ ფაშინიანის ერთობლივი განცხადებებისა და საქართველოს-სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნა: „მივესალმები სომხეთის პრემიერის ვიზიტს, თუმცა სამწუხაროა, რომ პრეზიდენტს არ ეძლევა შესაძლებლობა, შეხვდეს და სათანადოდ უმასპინძლოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებს“.

როგორც ბექა ოდიშარიამ აღნიშნა, მასაც აქვს კითხვები პრეზიდენტთან.

„მე მაინტერესებს, რატომ ხდება, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე ქალბატონი სალომე შეურაცხყოფს საქართველოს ხელისუფლებას და ეს პრაქტიკულად ვრცელდება საქართველოზე, თავისი გამოსვლისას პარლამენტში, შეურაცხყოფს იმ გუნდს და იმ პოლიტიკას, რომელმაც საქართველოს ხალხი მიიყვანა კანდიდატის სტატუსამდე. ჩვენ ბევრი რამ გვაინტერესებს. ძალიან ნორმალურია, რომ ადამიანი ითხოვს ვიზიტებში წასვლას, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი ვიზიტები დასრულდა შედეგით, როდესაც შეცდომაში შეყვანილმა ზოგიერთმა ევროპელმა ლიდერმა საქართველო გააკრიტიკა. ეს მოხდა ყველაზე მნიშვნელოვან დროს, როდესაც კანდიდატის სტატუსის მისაღებად ჩვენ მართლაც ხელებდაკაპიწებული ვმუშაობდით. ეს არის კითხვები. მე გითხარით ერთეული შემთხვევები. არ მინდა, ჩვენი მეგობარი ქვეყნების ლიდერებზე საუბარი, რადგან ისინი შეცდომაში შეიყვანეს. ახლა კი, მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელისუფლებებისადმი, რადგან მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რასაც ჩვენ ძალიან ვაფასებთ და ვაგრძელებთ მუშაობას საბოლოო მიზნამდე“, – განაცხადა ოდიშარიამ.

ფაშინიანი ოფიციალური ვიზიტით თბილისში დღეს ჩამოვიდა და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად პრესკონფერენცია გამართა. სწორედ ამ პრესკონფერენციიდან გახდა ცნობილი, რომ საქართველომ და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

მსგავსი პოსტები

Back to top button