მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თბილისის საკრებულოს წევრის სასამართლო პროცესი 7 ივლისისთვის გადაიდო

თბილისის საკრებულოს წევრის, ირაკლი ეძგვერაძის სასამართლო პროცესი 7 ივლისისთვის გადაიდო.

გადაწყვეტილება პროცესის გადადების თაობაზე, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში ცოტა ხნის წინ მიიღეს.

სასამართლო სხდომაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, გამოსაკვლევად საქმის ვიდეო და აუდიო მტკიცებულებები წარმოადგინა.

მხარე განმარტავდა, რომ საქმის მონაწილე პოლიციელების ერთი ნაწილი სხდომას გადაუდებელი საქმიანობის გამო ვერ ესწრებოდა. მითითებული საფუძვლით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, სხდომის გადადებას ითხოვდა.

მტკიცებულებები სხდომაზე ირაკლი ეძგვერაძის ადვოკატმაც წარადგინა და განაცხადა, რომ დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიმართ სამართლებრივი დევნის შეწყვეტა მოითხოვა.

საკრებულოს დეპუტატს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან. ის 24 საათის განმავლობაში იყო დაკავებული.

მოსამართლემ სხდომა გადადო და მოწმე პოლიციელების შემდგომ პროცესზე გამოკითხვის გადაწყვეტილება მიიღო.

საკრებულოს დეპუტატს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან.

ირაკლი ეძგვერაძე, 20 მაისს, ყვარელში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი სანქცირებული შვილის საქართველოში ყოფნას აპროტესტებდა.

საკრებულოს წევრი 24 საათის განმავლობაში იყო დაკავებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button