მნიშვნელოვანირეგიონი

სავარაუდოდ ნაპოვნია დაკარგული 4 წლის ბავშვის ცხედარი

ჯერჯერობით ოფიციალურად დაუდასტურებელი ინფორმაციით, მაშველებმა აღმოაჩინეს ხადას ხეობაში დაკარგული 4 წლის ბავშვის ცხედარი.

მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი, რაიან და ლორა სმიტები და მათი 4 წლის ვაჟი დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში 6 ივლისს გაუჩინარდნენ.

7 ივლისს, საქართველოს შსს-მ განაცხადა, რომ ჩანჩქერთან აღმოჩენილია ცოლ-ქმრის ცხედრები, რომლებსაც პირველადი დათვალიერებით ძალადობის ნიშნები არ ეტყობოდათ.

ამასთან, ოფიციალურად დაუდასტურებელი ინფორმაციით, სმიტები მოკლეს და პოლიციას სავარაუდო მკვლელი დაკავებული ჰყავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button