მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გახდა

101 ხმით 10-ის წინააღმდეგ – საქართველოს პარლამენტმა მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩია. კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

კობახიძის კანდიდატურის დამტკიცებას ეწინააღმდეგებოდნენ საპარლამენტო უმცირესობაში. საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის ერთი თანამდებობა, რომელზეც კანდიდატურა პარლამენტს უნდა წარედგინა, სექტემბრიდან ვაკანტური იყო. მანანა კობახიძე პარლამენტს ფრაქცია ”ქართულმა ოცნებამ” წარუდგინა.

მანანა კობახიძეს პარლამენტში ანრი ოხანაშვილი შეცვლის.

კობახიძის ადგილმონაცვლე ოხანაშვილია, რომელიც ამჟამად პარლამენტის აპარატს ხელმძღვანელობს.

ოხანაშვილმა პარლამენტის აპარატის უფროსის თანამდებობა დაახლოებით ორი თვის წინ დაიკავა, თუმცა ის ”ქართული ოცნების” საარჩევნო სიიდან ამოღებული არ არის. შესაბამისად, კობახიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, მისი ადგილმონაცვლე სწორედ ოხანაშვილი ხდება.

მანანა კობახიძე პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩია.

მსგავსი პოსტები

Back to top button