რას წერენ მოსამართლეები პროკურატურას

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დღეს ის განცხადებები გაასაჯაროვა, რომელითაც 2017 წლის 12 იანვარს უზენაესი სასამართლოს ორმა მოსამართლემ, სასამართლოს თავმჯდომარეს ნინო გვენეტაძეს მიმართეს.

რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლეები ბესარიონ ალავიძე და პაატა ქათამაძე სასამართლოს თავმჯდომარეს წერენ, რომ მათ მიიღეს შეტყობინებები რაც მათი აზრით, წარმოადგენს პროვოკაციას და შესაძლოა იყო მათი დისკრედიტაციის მცდელობა.  საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დღესვე მოსამართლეების ტელეფონებზე მიღებული მოკლე ტექსტური შეტყობინებების ფოტოები წარმოადგინა. ბესარიონ ალავიძის ტელეფონზე გაგზავნილი შეტყობინება არ იკითხება.
ხოლო პაატა ქათამაძისათვის გაგზავნილ სმს-ში ვკითხულობთ – “დარწმუნებული ვართ თქვენი აქტიურობით ვითარება დალაგდება.” 

„ეს არის უნამუსობა, არაკაცობა და სისხლის სამართლის დანაშაული,“- ასე შეაფასა დავით საყვარელიძემ მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის შესახებ პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული განცხადება. დავით საყვარელიძე უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კომიკურს და ტრაგიკულს უწოდებს. დავით საყვარელიძე საქმეში სუს-ის ჩართულობაზე საუბრობს. საყვარელიძის განცხადებით, ის მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის საქმეზე არ დაუკითხავთ.

რუსთავი 2-ის იურისტების განცხადებით, მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებული მასალებით დგინდება, რომ ხელოვნურად იყო ინტერპრეტირებული მოსამართლეების მიერ პროკურატურაში შეტანილი განცხადება. სამაუწყებლო კომპანიის იურისტებისთვის საინტერესოა მოსამართლეების, პაატა ქათამაძის და ბესარიონ ალავიძის ერთობლივი წერილი, სადაც ისინი მიუთითებენ, რომ მათ მიმართ შესაძლოა პროვოკაციული მცდელობა განხორციელდა, რომელიც მათსავე დისკრედიტაციას ემსახურებოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button