მნიშვნელოვანისიახლეები

საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში ნაღმს ეძებენ

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პირველი არხის შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია მოხდა. პირველი არხის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ცხელ ხაზზე დაუკავშირდნენ და შეატყობინეს, რომ შენობაში ბომბია.

აღნიშნული სატელეფონო ზარის გამო, საქართველოს პირველი არხის შენობიდან თანამშრომლებს შენობა დაატოვებინეს.

არხის ადმინისტრაციამ მიმართა შსს-ს და ამ დროისთვის, საქართველოს პირველი არხის შენობაში შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

საქართველოს პირველი არხის ტელე და რადიოთერი შეფერხების გარეშე გრძელდება.

მოუსმინთ ტელეწამყვან ვასილ ივანოვ ჩიქოვანს და თინათინ ბერძენიშვილს, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს.

 

16 ივნისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პირველი არხი კოსტავას ქუჩაზე მდებარე შენობას, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებელი დაარსებიდან დღემდე მუშაობს, აუქციონზე ყიდის. მანამდე კი გაირკვა, რომ პირველმა არხმა ტელევიზიისთვის ახალი შენობის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.

მსგავსი პოსტები

Back to top button