საკონსტიტუციო სასამართლო თავმჯდომარეს დღეს აირჩევს

საკონსტიტუციო სასამართლო თავმჯდომარეს დღეს აირჩევს. დღეს გახდება ცნობილი, თუ ვინ უხელმძღვანელებს საკონსტიტუციო სასამართლოს. კემჭისყრა 16:00 საათზე ჩატარედება. საკონსტიტუციო სასამართლოს 8 წევრი არჩევანს 2 კანდიდატს შორის გააკეთებს.

მოსამართლეების ნაწილმა თავმჯდომარეობის კანდიდატურად ირინა იმერლიშვილი დაასახელა, ნაწილმა კი – ზაზა თავაძე. იმისათვის, რომ წარმოდგენილი კანდიდატიდან ერთ-ერთი გახდეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, მას პლენუმის მინიმუმ 5 წევრის მხარდაჭერა ესაჭიროება.

ზაზა თავაძე, რომელიც პაპუაშვილის წასვლის შემდეგ თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე 2010 წლიდან გახდა.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული ირინა იმერლიშვილი კი, სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებას ორი კვირის წინ შეუდგა.

ახალი კანონმდებლობის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით ინიშნება. ირინა იმერლიშვილის თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში, მას საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელობა 5 წლით მოუწევს. ზაზა თავაძეს კი არჩევის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ყოფნა 3 წლით მოუწევს, რადგან მისი უფლებამოსილების 10 წლიანი ვადის ათვლა 2010 წლის 15 ივნისს დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button