მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

კახეთში 18 პაციენტი COVID 19-ზე შეამოწმეს, პასუხები უარყოფითია

კახეთის ე.წ “ცხლების ცენტრებიდან” ლუგარის ლაბორატორიაში COVID 19-ზე 18 პაციენტის სინჯი იყო გაგზავნილი. კორონავირუსი არც ერცერთ შემთხვევაში არ დადასტურდა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი ნელი ხიზანიშვილი ამბობს, რომ საეჭვო სიმპტომების მქონე მოქალაქეების სინჯების გაგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში დღესაც მოხდება, პასუხი კი ხვალ დილით იქნება ცნობილი. ამ ეტაპზე რეგიონში 11 საკარანტინო სივრცეა, სადაც 420-მდე მოქალაქე იმყოფება.

რეგიონში ოთხი ე.წ “ცხელების ცენტრი” მუშაობს, სადაც ჯამში 77 პაციენტია. ზოგ მათგანს მაღალი ტემპერატურა და ორმხრივი პნევმონია აქვს.

მსგავსი პოსტები

Back to top button