მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

თუშეთში სასურსათო და სასაჩუქრე კალათები ჩაიტანეს

წინასაახალწლოდ, თუშეთში მუდმივად მცხოვრებ მოსახლეობას, სასურსათო პაკეტები გადაეცა.
სასაჩუქრე კალათები თუშეთში, სახელმწიფო რწმუნებულმა, კახეთში, ირაკლი შიოშვილმა ჩაიტანა.

შიოშვილის განმარტებით, დახმარება მაღალმთიან სოფლებში მუდმივად მცხოვრები პირებისათვის, სოციალური პროგრამით არის გათვალისწინებული.

“ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიას თუშეთის მოსახლეობისთვის დახმარება, სოციალური პროგრამით აქვს გაწერილი. ასეთი სასურსათო პაკეტი, ყოველწლიურად მზადდება. ეს ადამიანები არ ტოვებენ და აცოცხლებენ მთას. ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა, მაქსიმალურად მხარი დავუჭიროთ ამ ხალხს”- განაცხადა შიოშვილმა, რადიო ჰერეთთან.

წლევანდელ ზამთარს, თუშეთის სოფლებში, 27 მუდმივად მცხოვრები პირია.

ერთადერთი საავტომობილო გზა, რომელიც თუშეთს, ადმინისტრაციულ ცენტრთან აკავშირებს, ოქტომბრის ბოლოს უკვე დაიკეტა და მაისამდე აღარ გაიხსნება.

გზის გახსნამდე, იქ მცხოვრებ მოსახლეობას, შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ვერტმფრენი ემსახურება, რომელიც უფასო ავიარეისებს, კვირაში ერთხელ ასრულებს

მსგავსი პოსტები

Back to top button