ციხის შიშით იქნება გირაო გადახდილი-ზოგი გირაოს იხდის, ზოგს დავალება აქვს, არ გადაიხადოს-ოცნება

ისინი ცდილობენ, რომ რაც შეიძლება მეტი მოხვდეს საპატიმროში, რომ შემდეგ, ეს უცხოეთში გაყიდული იყოს ისე, რომ თითქოს, საქართველოში პოლიტიკოსები არიან საპყრობილეებში და ისეთი ცრუ ნარატივი გავრცელდეს, რაც აქამდეც ჰქონდათ , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან რიგი ოპოზიციონერების მხრიდან გირაოს გადაუხდელობაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან ”ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა” ახლა ამ ფორმატში გრძელდება.
“ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა, რაც ჩვენმა ოპონენტებმა წამოიწყეს, ახლა ამ ფორმატში გრძელდება. როდესაც კანონში გაწერილია აღკვეთი ღონისძიებები, მათ შორის, როცა პირს აქვს შესაძლებლობა, რომ გირაოთი შეიცვალოს დაპატიმრების ღონისძიება, ეს მისი უფლებაა. მაგრამ, როდესაც ამ უფლებით არ სარგებლობს და არ იხდის გირაოს, რა თქმა უნდა, კანონი მოქმედებაში უნდა მოვიდეს და როგორც ნებისმიერ სხვა შემთხვევაში გირაოს არგადახდის პირობებში პირი იქნება დაპატიმრებული, ამ შემთხვევაშიც აუცილებლად არ უნდა იყვნენ გამონაკლისები ისეთი ოდიოზური პირები, როგორადაც თავი წარმოუდგენია, მაგალითად ზურა გირჩი ჯაფარიძეს თუ სხვებს. კანონმა მათ შემთხვევაშიც უნდა იკანონოს”, – განაცხადა წილოსანმა.
მისი თქმით, ოპოზიციონერების გადაწყვეტილება – გირაო არ გადაიხადონ, ერთის მხრივ, უკავშირდება კანონის დაუმორჩილებლობას, რაც საკანონმდებლო ჩარჩოს არევს.
“რადგან თუ კანონი ერთი ადამიანის მიმართ ვერ მუშაობს, სხვების შემთხვევაში, როგორ იმუშავებს? – ამიტომ, თუ მათ ეს გაუვათ, ეს სახელმწიფოსთვის საზიანო იქნება. მეორე მხრივ, ბუნებრივია, ისინი ცდილობენ, რომ რაც შეიძლება მეტი მოხვდეს საპატიმროში, რომ შემდეგ, ეს უცხოეთში გაყიდული იყოს ისე, რომ თითქოს, საქართველოში პოლიტიკოსები არიან საპყრობილეებში და ისეთი ცრუ ნარატივი გავრცელდეს, რაც აქამდეც ჰქონდათ. მათი ნაწილი ისეა გადანაწილებული, რომ ზოგმა გირაო გადაიხადოს და გარეთ დარჩეს, მავნებლური პოლიტიკით იმუშაოს, ხოლო მეორე ნაწილმა თავი დაიტუსაღოს, რათა ის სურათი შექმნან, რაც უნდათ, რომ საზღვარგარეთ გაყიდონ”, – განაცხადა წილოსანმა.
ციხის შიშით იქნება გირაო გადახდილი თუ კანონის პატივისცემით, ეს ვალდებულება აუცილებლად უნდა შესრულდეს, რა მოტივით გადაიხდის ვაშაძე გირაოს, ეს მის სინდისზე იყოს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, რადიკალები ერთმანეთში ვერ ლაგდებიან და მათ სრული მარცხი განიცადეს.
„ციხის შიშით იქნება გირაო გადახდილი თუ კანონის პატივისცემით, გირაო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვალდებულებაა, რომელიც აუცილებლად უნდა შესრულდეს. რა მოტივით გადაიხდის ვაშაძე, ეს მის სინდისზე იყოს. ვინც არ გადაიხდის, ცხადია, მის მიმართ ის ზომები იქნება გამოყენებული, რაც სისხლის სამართლის კოდექსით არის გათვალისწინებული. რადიკალები ერთმანეთში რომ ვერ ლაგდებიან, ეს ფაქტია. მათ თავიანთ პატრონებს საქართველოში ვერაფერი ღირებული ვერ შეუქმნეს და ვერ შეძლეს რევოლუციის შედეგამდე მიყვანა. საზოგადოებას ვეღარ ატყუებენ, რუსთაველის გამზირზე ერთი მუჭა, 200 ადამიანი დადის. სრული მარცხი განიცადეს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
ოპოზიციონერებისთვის გირაოს გზა მოსახერხებელია. ფიქრობენ, ეს იქნება ოპონენტების დევნად გათვალისწინებული, შეიძლება, რაღაც სახელიც მოიგონონ, როგორც დევნილმა პოლიტიკოსებმა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ვინც გირაო გადაიხადა, ფიქრობს, პოლიტიკურ ოლიმპზე ავლენ, როგორც წამებულები.
„ორი გზაა, როგორც ზღაპრებში – აქეთ, იქით და საუკეთესო ვარიანტს ირჩევენ. ოპოზიციონერებმა ის ვარიანტი ამოირჩიეს, რომ ვალდებულება არ ჰქონდეთ, საკმაოდ მძიმე კითხვებს პასუხი გასცენ. ფაქტები არსებობს და თავადაც კარგად იციან, რა ჩაუდენიათ და რა გაუკეთებიათ. რასაკვირველია, გირაოს გზა მათთვის მოსახერხებელია, რადგან ფიქრობენ, ორმაგი სტანდარტის პირობებში ეს იქნება გათვალისწინებული, როგორც ოპონენტების პოლიტიკური დევნა და შეიძლება, რაღაც სახელიც კი მოიგონონ, როგორც დევნილმა პოლიტიკოსებმა. აქედან გამომდინარე, ის გზა არჩიეს, რაც არჩიეს. თუმცა ვერც იმას ვიტყვით, რომ ვინც გირაო გადაიხადა, სხვა იდეის მატარებლები არიან. ისინი ფიქრობენ, რომ პოლიტიკურ ოლიმპზე ავლენ, როგორც წამებულები, მაგრამ ურჩევნიათ, კითხვებს პასუხები არ გასცენ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ზურა ჯაფარიძის ადვოკატებმა სასამართლო სხდომათა დარბაზი დატოვეს
აქაური აგენტურის დივერსიფიცირება მიმდინარეობს. ზოგი გირაოს იხდის, ზოგს დავალება აქვს, არ გადაიხადოს. ზოგს შიდა ბატალიების მოწყობის დავალება აქვს, ზოგი საერთოდ გაჩუმებულია და ამბობენ, რომ არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
კირცხალიას თქმით, ნაკლებად საინტერესოა, ვინ გადაიხდის გირაოს და ვინ – არა.
„ისინი ცდილობენ, ამ საკითხით პოლიტიკური ამინდი შექმნან განულებულ ველზე. სურვილის მიუხედავად, რომ პოლიტიკურ ველზე ნაკლები აგენტი იყოს წარმოდგენილი, ისინი არჩევნებში მონაწილეობას მაინც მიიღებენ და დამწკრივდებიან“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სასამართლომ რამდენიმე პირს, მათ შორის ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს გირაო შეუფარდა. გირაოს გადაუხდელობის გამო, სასამართლომ 14 მაისს, თავდაცვის ყოფილი მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა და ის დარბაზში დააკავეს.
გირაოს გადახდას არ აპირებს კიდევ რამდენიმე პოლიტიკოსი, მათ შორის – ნიკა გვარამია და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, რომლის სასამართლო პროცესიც ამ წუთებში მიმდინარეობს.
“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ის გირაოს გადაიხდის.რაც შეეხება “ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერებს, ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ სასამართლოს მიერ დაკისრებული გირაო