GNCC-მ ჰერეთის წინააღმდეგ სარჩელზე უარი თქვა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, (GNCC) თავისივე შეტანილ სარჩელზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რომლითაც  რადიო ჰერეთის პირველი ინსტანციაში მოგებულ პროცესს აპროტესტებდა, უარი თქვა და წარდგენილი დოკუმენტაცია უკან გამოითხოვა.  – ამის შესახებ რადიო ჰერეთს საქართველოს კომუნიკაციების კომისიიდან წერილობით აცნობეს.

საპელაციო სასამართლომ მოსარჩელე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სარჩელი ჰერეთის და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ მიმდინარე წლის 16 ივნისს უნდა განიხილოს.

პირველმა ინსტანციის სასამართლომ 2014 წლის 27 იანვარს ჰერეთის სარჩელი საქართველოს კომუნიკაციბის ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების წინააღმდეგ დააკმაყოფილა, სადაც ნათქვამი იყო, რომ კომისიას ხელახლა უნდა განეხილა  2013 წლის 26 აგვისტოს კერძო საერთო რადიმაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებელ კონკურზე წარდგენილი კონკურსანტის სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის დოკუმენტაცია და შესაბამისი გადაწყვეტილება გამოეტანა.

ჰერეთმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, როცა სამაუწყებლო ლიცენზია მის ნაცვლად კომპანია”ენერჯი გრუპს” მიენიჭა.

კომისიის მაუწყებლობის დეპარტმენტის ანალიზი, რომელიც საფუძვლად დაედო კონკურსს (ანალიზის მიხედვით, პროგრამული მრავალფეროვნების მიმართულებით, “ენერჯი გრუპი” კონკურსის პარამეტრებს არ აკმაყოფილებდა)კომისიის 2 წევრის ირაკლი მოსეშვილის და სოფიო ბრიტანჩუკის მხრიდან, რომლთა ხმებიც გადამწყვეტი აღმოჩნდა, უგულვებელყოფილი იქნა.

რადიო ჰერეთი თბილისში FM 93.5- ზე, კერძო საერთო რადიომაუწყებლობის კონკურსში ღებულობდა მონაწილეობას.

კომისიის ძველმა შემადგენლობამ, იმის მიუხედავად, რომ რადიოსადგური კონკურსის ყველა პირობას აკმაყოფილებდა, მაუწყებლობის ლიცენზია კონკურსამდე ცოტახნის წინ დარეგისტრირებულ კომპანიას “ენერჯი გრუპს” და მის მფლობელებს კახა ბაინდურაშვილსა და ლაშა ჩხენკელს მიანიჭა.

მოგვიანებით, საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაციის, ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის (IFJ), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, მედიაკოალიციის, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის, სახალხო დამცველის და რადიო ჰერეთის მოკვლევის საფუძველზე ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული ლიცენზიის მფლობელები საჯარო პირები არიან, რომლითაც კომისიამ “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონი დაარღვია.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2014 წლის 15 იანვარს “ენერჯი გრუპს” ლიცენზია მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გაუუქმა.

კომისიამ გვიან დაადგინა, რომ შპს “ენერჯი გრუპის” წილის მფლობელი კახა ბაინდურაშვილი იმავდროულად სსიპ სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტია.

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, სამაუწყებლო ლიცენზია არ შეიძლებოდა გაცემულიყო საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზედამხედველობს.

რადიო ჰერეთი, რომელიც ამჟამად კახეთის რეგიონშია ბაზირებული, თბილისში მაუწყებლობის ლიცენზიის მიღებას მერვე წელია ცდილობს.

 

 

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button