პრემიერს არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში გადადგომა აღარ მოუწევს

პრემიერმინისტრს, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისა და დეპუტატობის კანდიდატად დარეგისტრირების შემთხვევაში, თანამდებობიდან გადადგომა აღარ მოეთხოვება.

შესაბამისი ცვლილებები „საარჩევნო კოდექსში” განხორციელდა. დეპუტატებმა კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღეს. ცვლილებებს მხარი 79-მა კანონმდებელმა დაუჭირა. ერთი კი წინააღმდეგ წავიდა.

ახალი საკანონმდებლო ნორმის ამოქმედების შემდეგ, პრემიერმინისტრს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს 2 დღის განმავლობაში პოსტის დატოვების ვალდებულება აღარ ექნება.

კანონპროექტის ინიციატორი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე იყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button