კურდღელაურში საბავშვო ბაღის მშენებლობაზე დასაქმებულმა მუშებმა აქცია გამართეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში საბავშვო ბაღის მშენებლობაზე დასაქმებულმა მუშებმა სოფლის ცენტრში აქცია გამართეს.
მუშების განმარტებით, მეოთხე თვეა, დამსაქმებელი კომპანია მათ ხელფასს არ უხდის. ამ მიზეზით, მშენებარე ობიექტიდან 50 – მდე პირი წავიდა.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დავალიანება ათასობით ლარს შეადგენს. თუმცა, დამსაქმებლისგან ამ დრომდე მხოლოდ დაპირებებს და შეურაცხყიფას იღებენ.
სოფელ კურდღელაურში საბავშვო ბაღის მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, თებერვალში დაიწყო და მაისის თვეში უნდა დასრულებულიყო.
სამუშაოებს ქვეკონტრაქტორი კომპანია “სათავე +” ასრულებს, რომელიც დასაქმებულებს ხელფასის თაობაზე ამ დრომდე პასუხს არ აძლევს.
აქციის მონაწილეებმა ადგილზე პოლიცია გამოიძახეს, რომელმაც კომპანიის ხელმძღვანელების მხრიდან მუშების შეურაცხყოფის ფაქტებზე, შესაბამისი ოქმი შეადგინა.