მსოფლიო
სომხეთსა და აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები გაიზარდა

სომხეთსა და აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა.
სომხეთში დარეგისტრირებულმა შემთხვევებმა 30-ს მიაღწია, ხოლო აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში 18-ს მიაღწია.
სამხრეთ კავკასიაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა აზერბაიჯანში 4 დღის წინ დაფიქსირდა.