მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

საკოორდინაციო საბჭომ შესაძლოა რეგულაციების გამკაცრებაზე იმსჯელოს-გამყრელიძე

ეპიდემიოლოგები კორონავირუსის შემთხვევების მატებაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ თუ მდგომარეობა არ გამოსწორდა, საკოორდინაციო საბჭომ შესაძლოა რეგულაციების გამკაცრების საკითხზე იმსჯელოს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს

„ეპიდსიტუაცია საკმაოდ დაძაბულია ქვეყანაში, უფრო და უფრო უარესდება. ახალ შემთხვევათა რაოდენობამ სერიოზულად იმატა, ბოლოს სადღაც 8 საათისთვის გვქონდა 794 ახალი შემთხვევა 25 000 ტესტის ფონზე. მივდივართ იქითკენ, რომ მესამე ტალღა იყოს ქვეყანაში და არ გვინდა, რომ ეს იყოს, ამიტომ ყველამ უნდა დავიცვათ რეკომენდაციები, რომ როგორმე თავი ავარიდოთ მესამე ტალღას.

ყველა მცირე ეპიდაფეთქებები, კლასტერები, ახლა რაც გვაქვს, დაახლოებით 10-მდე, უკავშირდება ისევ და ისევ დიდ თავშეყრებს – ქორწილებს, ქელეხებს. თუ ეპიდსიტუაცია გაუარესდა კიდევ უფრო მეტად, მაშინ საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს სხვადასხვა გამკაცრებაზე.“-აცხადებს გამყრელიძე

მსგავსი პოსტები

Back to top button