რეგიონი

გადაუღებელმა წვიმამ სამეგრელოში სახლები დატბორა

სამეგრელოში ორ დღიანმა ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა.

განსაკუთრებით რთული ვითარებაა აბაშის, სენაკისა და ხობის მუნიციპალიტეტებში.

ადიდებული მდინერეები და ღელეები კალაპოტიდან გადმოვიდა.

დატბორილია საცხოვრებელი სახლების ეზოები, სახნავ-სათესი სავარგულები, დახოცლია შინაური ფრინველი.

წყალმა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულზეც შეაღწია.

ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ.

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატაში აუცილებელი გახდა რამდენიმე ოჯახის ევაკუაცია. ისინი დროებით საცხოვრებელში გადაიყვანეს.

ადგილობრივების თქმით ეს პრობლემა ყოველი ძლიერი ძვიმის დროს დგება და აუცილებელია დამბის გამაგრება.

“ქარიატაში რამდენიმე ოჯახი დაიტბორა დღევანდელი სტიქიის შედეგად. ასეთი მდგომარეობა ხშირად არის. მდინარე, რომ ადიდიდება გადმოდის კალაპოტიდან. ადგილობრივი ხელისუფლება კი არის ჩართული, მაგრამ სტიქიას ვერავინ ვერ აღუდგება წინ.

უნდა იფიქრონ პრობლემის მოგვარების გზებზე და ჯებირი გააკეთონ.

თუ ასე გაგრძელდა წვიმა,უარეს შედეგს მივიღებთ, რადგან მდინარეს კალაპოტი უკვე შეცვლილი აქვს,“- განაცხდა სოფელ ქარიატის მკვიდრმა გურიელ ქარდავამ .

სოფლების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. პრობლემებია გაზმომარაგების მხრივაც.

მსგავსი პოსტები

Back to top button