მნიშვნელოვანისიახლეები

ამ წუთებში საქართველოს პარლამენტი პრეზიდენტის მოხსენებას ისმენს

პარლამენტში პრეზიდენტი უკრაინის საელჩოს წარმომადგენელთან, ანდრეი კასანოვთან ერთად მივიდა.

საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წლიური მოხსენება წუთიერი დუმილით და უკრაინის ჰიმნით დაიწყო.პრეზიდენტი პარლამენტს ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენებით მიმართავს.

სიტყვით გამოსვლის დაწყებამდე პრეზიდენტმა დეპუტატებს და დამსწრეებს კიდევ ერთხელ სთხოვა ფეხზე წამოდგომით პატივი მიაგონ უკრაინას.

პარლამენტში უკრაინის ჰიმნის ფონზე ზურაბიშვილმა დეპუტატებს აჩვენა ომის დროს დაბომბილი საავადმყოფოები, ბაღები და სკოლები, ეკლესიები, მოქალაქეების ევაკუაცია და სხვა მძიმე კადრები..

პარლამენტში უკრაინის ჰიმნის ფონზე ზურაბიშვილმა დეპუტატებს აჩვენა ომის დროს დაბომბილი საავადმყოფოები, ბაღები და სკოლები, ეკლესიები, მოქალაქეების ევაკუაცია და სხვა მძიმე კადრები.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარმოდგენილი არიან დეპუტატები უმრავლესობიდან და ოპოზიციიდან, ასევე პლენარულ სხდომას ესწრებიან მთავრობის წევრები, სახელმწიფო ინსტიტუტების პირველი პირები, დიპლომატები, რომელთა მოწვევაც პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის დროს ერთგვარ ტრადიციას წარმოადგენს. პარლმენტში იმყოფება პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ქვეყნის პირველი პირის გამოსვლას დაესწრებიან სასულიერო პირებიც.

პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ, პარლამენტის ტრიბუნას ფრაქციათა და პოლიტიკური ჯგუფების თავმჯდომარეები დაიკავებენ. სულ შვიდი გამომსვლელი იქნება, რომელთა სიტყვით მიმართვისთვის 10-10 წუთი განისაზღვრა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, უკრაინელი ხალხი განსაკუთრებული ერთიანობით, სიმტკიცითა და სიმამაცით აგრძელებს ბრძოლას თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის.

„რუსეთის აგრესია ჩვენი მოძმე უკრაინის წინააღმდეგ, სამწუხაროდ, კვლავ გრძელდება. უკრაინელი ხალხი განსაკუთრებული ერთიანობით, სიმტკიცით და სიმამაცით აგრძელებს ბრძოლას თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის. ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ ურყევია. ჰუმანიტარული ვითარება მძიმეა. 2 ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს უკვე მოუწია საკუთარი სახლ-კარის და სამშობლოს დატოვება, თუმცა ყველაზე სულისშემძვრელი ის ადამიანური მსხვერპლი და ტრაგედიებია, რომელთა რაოდენობაც ყოველდღიურად იზრდება. დღეს აქ არ იმყოფება უკრაინის ელჩი, რომელიც გაწვეულია, თუმცა ჩვენ მოვიწვიეთ ელჩის მოვალეობის შემსრულებელი და მინდა, პარლამენტის სახელით გადავცე მას ჩვენი სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ და სხდომის დაწყებამდე გთხოვოთ პარლამენტის წევრებს და მოწვეულ სტუმრებს წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტში სალომე ზურაბიშვილი უკრაინის საელჩოს წარმომადგენელთან, ანდრეი კასანოვთან ერთად მივიდა.

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, გამოსვლების დასრულების შემდეგ, პრეზიდენტი უფლებამოსილია დასკვნითი სიტყვით გამოვიდეს. ამის შემდეგ პლენარული სხდომა დაიხურება.

პრეზიდენტის გამოსვლის დღეს პლენარულ სხდომაზე სხვა საკითხების განხილვა დაუშვებელია.

სალომე ზურაბიშვილის ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button