მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

“უკრაინას არ აქვს სახელმწიფო”

“უკრაინას არ აქვს სახელმწიფო, იგი ჩინოვნიკებმა განდევნეს.” – ამის შესახებ, უკრაინის ეროვნულ რეფორმათა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მმართველმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა და საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რის შესახებაც, ინფორმაციას “უკრაინა 24” ავრცელებს.

“უკრაინაში არსებობენ ჩინოვნიკები, რომლებიც მოქმედებენ არარსებული ხელისუფლების სახელით. იმიტომ, რომ ხელისუფლება უნდა იყოს ყველასთვის, უნდა უზრუნველყოფდეს ყველას, უნდა იყოს სამართლიანი და უნდა იცავდეს ყველას. სად არის უკრაინაში მსგავსი ხელისუფლება? უკრაინაში უამრავი ჩინოვნიკია, რომელთა თითოეულ ჯგუფს საკუთარი ბოსი ჰყავს.” – განაცხადა სააკაშვილმა.

მან ასევე დაამატა, რომ ცხოვრების ხარისხი, ქვეყანაში არსებული კონკრეტული ჯგუფებით განისაზღვრება.

“ადამიანები იბადებიან ყურთან ჩიპით, რომელიც განსაზღვრავს, რომელ ჯგუფს მიეკუთვნებიან. ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ფეხები, ხელები, ორი თვალი, ნორმალურად საუბრობენ, თუმცა ყურთან ჩიპი აქვთ, რომელიც განსაზღვრავს, რომელ ჯგუფს მიეკუთვნება. თითქოს, დაბადებიდანვე განსაზღვრულნი არიან და სად არის სახელმწიფო? სახელმწიფო არ არსებობს.” – განაცხადა სააკაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button