მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

არავინ ღირს ევროპული მომავლის ფასად -პრეზიდენტი

არ მჯერა რამე სხვა მომავალი არსებობდეს საქართველოსთვის თუ არა ევროპული მომავალი, არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინ წასვლაში,
საქართველოს პრეზიდენტმა საუბრის დროს დაასხელა სამი სახელი და გვარი: მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, “მთავარი არხის” დირექტორი ნიკა გვარამია და “ქართული ოცნების” დამფუძნებელი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშილი. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელიდან ჩართვაში განაცხადა.

“მე არ მჯერა, რომ რამე სხვა მომავალი არსებობდეს საქართველოსთვის, თუ არა ევროპული მომავალი. მე არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინ წასაწევად – არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს. არავინ არის იმის ფასად, რომ ბავშვების მომავალი არ დავიცვათ. ამისთვის ვბრუნდები საქართველოში და იქ დავიცავ ამ მომავალს”, – თქვა პრეზიდენტმა.

მან არ დააკონკრეტა რატომ დაასახელა ეს სამი ადამიანი ერთ კონტექსტში, თუმცა სამივე მათგანი ნახსენები იყო ევროპარლამენტის რეზოლუციაში.

ამ დრომდე საქართველოს პრეზიდენტს არ დაუფიქსირებია საკუთარი პოზიცია პატიმრობაში მყოფი “მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით. მისი პოზიცია – “არა და არასდროს” – ცნობილია პატიმრობაში მყოფი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის შეწყალებაზე.

“მე ვთვლი, რომ ვარ პასუხისმგებელი კონსტიტუციის წინაშე რამეთუ კონსტიტუციის 78 -ე მუხლი მავალდებულებს, რომ ყველაფერი გავაკეთო რაც შესაძლებელია იმისთვის, რომ წინ წავწიოთ ეს პროცესი, მე არ მჯერა რამე სხვა მომავალი არსებობდეს საქართველოსთვის თუ არა ევროპული მომავალი, მე არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინ წასვლაში – არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს არავინ არ არის იმის ფასი, რომ ჩვენი ბავშვების მომავალი არ დავიცვათ, ამისთვის ვრუნდები საქართველოში და იქ დავიცავ ამ მომავალს”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

ბრიუსელში მყოფმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მთავრობამ არ მისცა რამდენიმე ქვეყანაში ვიზიტის უფლება, მათ შორისაა ომში მყოფი უკრაინა. მისივე თქმით, “ქართული ოცნების” განცხადებები არ აძლევს საშუალებას დაიცვას ჩვენი ქვეყნის კანდიდატურა.

შეგახსენებთ რომ 9 ივნისს ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. დოკუმენტი მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას. მასში აღნიშნულია, რომ ივანიშვილი თამაშობს “დესტრუქციულ როლს” ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში და აქვს გავლენა “ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით”.

რეზოლუციის ტექსტი უარყოფითად შეაფასეს მმართველი გუნდის წევრებმა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ეს იყო “ფეიკების” შედეგი და მას ჩალის ფასი ჰქონდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button