მნიშვნელოვანისიახლეები

ზუგდიდში, მერიის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ზუგდიდში, მერიის შენობასთან გაერთიანებული ოპოზიციის ორგანიზებით, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მანამდე აქციის მონაწილეები “ნაციონალური მოძრაობის” ოფისის წინ შეიკრიბნენ და მსვლელობით გაემართნენ მერიის შენობისკენ.

ენმ-ის წარმომადგენელ ანა წითლიძის განცხადებით, ზუგდიდის ახლადფორმირებული საკრებულო ვერ ირჩეს თავმჯდომარეს, ეს კი ნიშნავს პარალიზებულ წარმომადგენლობით ორგანოს, პარალიზებული საკრებულო კი ნიშნავს იმას, რომ ვერც ზუგდიდის მერი ახორციელებს სრულყოფილად უფლებამოსილებას. ამ ყველაფერში ანა წითლიძე მმართველ პარტიას ადანაშაულებს და ამბობს, რომ კრიზისი სწორედ “ქართულმა ოცნებამ” შექმნა. მისივე თქმით, მამუკა წოწერია მშვიდად ვერ იჯდება კაბინეტში.

“წადი თქვენით”, “მირანდა მესხმა მოპარა ერს ხმა”, “ნახვაწები და ბოცები, აღვირახსნილი ქოცები”, ამ შინაარსის ტრანსფარანტებით და მერის და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ფოტოებით ხელში აპროტესტებს ოპოზიცია პოლიტიკურ მოვლენებს, რაც ზუგდიდში განვითარდა.

3 დეკემბრის სხდომაზე, ზუგდიდში საკრებულოს თავმჯდომარე ქვორუმის არარსებობის გამო ვერ აირჩიეს. საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, სხდომა ჯერ ენმ-მ, შემდეგ კი გახარიას პარტიის წევრებმა დატოვეს. “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელ თეიმურაზ ბასილაიას მისი თქმით, კენჭისყრის პროცედურებში აღარ აპირებენ მონაწილეობის მიღებას, რადგან მთელი საარჩევნო კამპანია “სპეცოპერაცია” იყო და დღეს ეს ყველაფერი “აბსურდის სცენარია”.


გახარიას პარტიის წარმომადგენლების თქმით, რადგან ორივე პარტიამ უარი თქვა მათ შეთანხმებაზე, ამიტომ მიიღეს სხდომის დატოვების გადაწყვეტილება. მანამდე სამანდატო კომისიის თავმჯდომარე სანდრო სორდიამ განაცხადა, რომ თუ სხდომას გახარიას პარტიის წარმომადგენლებიც დატოვებდნენ, და თუ ვერც მომდევნო სხომაზე ვერ აირჩევენ საკრებულოს თავმჯდომარეს და თანამდებობის პირებს, ეს მუნიციპალიტეტის კრიზისისთვის გაწირვას ნიშნავს, რასაც არ დაუშვებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button