მნიშვნელოვანისიახლეები

როგორ მოხდება ონლაინ კაზინოების შეზღუდვა

როგორ მოხდება ონლაინ კაზინოების შეზღუდვა – დღეს ფინანსთა მინისტრი ახალ ინიციატივებს წარმოადგენს
როგორ უნდა მოხდეს ონლაინ კაზინოების შეზღუდვა – დღევანდელ მთავრობის სხდომაზე კონკრეტულ გეგმას წარადგენს ფინანსთა მინისტრი. რის შემდეგაც პროექტის ინიცირებისათვის მთავრობა პარლამენტს მიმართავს.

უმრავლესობის განმარტებით, ეს არის დროული და საჭირო ნაბიჯი საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის. ცვლილებების მიხედვით იგეგმება აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა, ონლაინ კაზინოებზე გადასახადების გაზრდა და მომხმარებელთა ასაკობრივი ზღვარის 25 წლამდე.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გურამ მაჭარაშვილის თქმით, ბევრი არასრულწლოვანს უჩნდება პრობლემა ონლაინ კაზინოების გამო, შესაბამისად რეგულაციების გამკაცრება ამ საკითხთან დაკავშირებით ხალხის მოთხოვნა და ინიციატივა იყო.

ონლაინ კაზინოების შეზღუდვის ინიციატივას დადებითად აფასებენ ოპოზიციურ სპექტრში. მათი განმარტებით, აუცილებელია ამ საკითხზე რეგულაციების გამკაცრება, თუმცა ინიციატივის ავტორს აკრიტიკებენ.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ პრემიერის მხრიდან ეს არის პოპულისტური ნაბიჯი ხალხის გულის მოსაგებად, რადგან ზომების გამკაცრება ბევრად ადრე იყო საჭირო.

“ლელოს” წევრის, გრიგოლ გეგელიას შეფასებით, მეტი რეგულირება საჭიროა ამ მიმართულებით, ვინაიდან ბაზრის ეს სეგმენტი, დაურეგუ-ლირებელია.
მისი თქმით, ამ მიმართულებით სწორი და გონივრული რეგულაციებია საჭირო.

რაც შეეხება პარტიის “ხალხისთვის” თავმჯდომარეს, ანა დოლიძე შეზღუდვების გამკაცრების შემდეგ აზარტული თამაშების სრულიად აკრძალვის მომხრეა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სათამაშო ბიზნესთან და ონლაინ კაზინოებთან დაკავშირებით რეგულაციები გამკაცრდება.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პირველ ეტაპზე ონლაინ კაზინოებისთვის გაიზრდება გადასახადი, აიკრძალება რეკლამა და აიწევა ბარიერი, შემდეგი ეტაპი კი მათი საერთოდ აკრძალვაა.

მმართველი გუნდიდან რატი იონათამიშვილის და გურამ მაჭარაშვილის ხმა

ოპოზიციიდან თეონა აქუბარდიას, გრიგოლ გეგელიას და ანა დოლიძის ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button