მსოფლიოსიახლეები

ტრამპი: “[ჯანმომ] პასუხი უნდა აგოს”

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსება შეაჩერა. ამის შესახებ პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, გასცა განკარგულება, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას შეუჩერონ დაფინანსება იქამდე, ვიდრე შეისწავლიან “ჯანმო-ს როლს პანდემიის არასწორად მართვასა და კორონავირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაციის დამალვაში”.

მან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ჯანმო-მ “პასუხი უნდა აგოს”.

დონალდ ტრამპის თქმით, ბევრმა ქვეყანამ გაითვალისწინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რჩევები და “მათ ახლა ისეთი პრობლემები აქვთ, რომელიც დაუჯერებელია”.

ტრამპმა აღნიშნა, რომ ჯანმო-მ თავისი მოვალეობა ვერ შეასრულა.

”ამდენი სიკვდილი გამოიწვია მათმა შეცდომებმა”, – აღნიშნა ტრამპმა.

მისივე განცხადებით, ჯანმო-ს ჩინეთის შემთხვევაში სწორად რომ ემოქმედა და დაავადება გაეკონტროლებინა, უამრავი სიცოცხლე გადარჩებოდა.

დონალდ ტრამპის აღნიშნულ განცხადებას გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში გამოეხმაურა.

“ახლა დროა, COVID-19-ის წინააღმდეგ გლობალური ბრძოლა გავაერთიანოთ, ახლა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის რესურსების შემცირების დრო არ არის”, – განაცხადა მან.

„როგორც უკვე აღვნიშნე, COVID-19-ის პანდემია არის ერთ-ერთი ყველაზე საშიში გამოწვევა, რომლის წინაშეც კი ეს სამყარო მდგარა. ის ყველა ჰუმანურ კრიზისზე მაღლა დგას ჯანდაცვისა და სოციალურ-ეკონომიკური უმძიმესი შედეგებით,“ – აღნიშნა გუტერეშმა.

მისივე თქმით, ჯანმო, ათასობით თანამშრომელთან ერთად, COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის პირველ ხაზზეა და კორონავირუსის გავრცელების შემცირებისკენ მიმართული ქმედებების განხორციელებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით უწყობს ხელს.

„ჩემი რწმენით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მხარი უნდა დავუჭიროთ, ვინაიდან მას COVID-19-ის დამარცხების გლობალურ მცდელობაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს,“- განაცხადა გუტიერეშმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button