მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ზუგდიდის ლაბორატორიაში 138 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 477 ნიმუშებიდან 138 დადებითი პასუხია.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 138-დან 93 შემთხვევა ზუგდიდში დაფიქსირდა, 12 – მესტიაში, 10 – ჩხოროწყუში, 8 – სენაკში, 7 – ფოთში, 4 – წალენჯიხაში, 1 – ხობში და 1 – აბაშაში.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 161 კოვიდ პაციენტი გადის, აქედან 49-ის მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 1 მძიმე.

24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით,108 პირი გამოჯანმრთელდა, საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 140 ადამიანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button