მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

კრიტიკის მიუხედავად ოპოზიცია გახარიას ივანიშვილის პროექტად მიიჩნევს

ბიძინა ივანიშვილის მიერ გიორგი გახარიას კრიტიკას სხვადასხვა შეფასებები მოყვა ოპოზიციაში. ნაწილს კვლავ მიაჩნია, რომ გიორგი გახარია და მისი გუნდი ბიძინა ივანიშვილის პროექტია.

“ამ წერილში ივანიშვილი ისევ ნაცმოძრაობაზე, ნაცმოძრაობა ისევ ოცნებაზე, აი ეს გაუთავებელი პინგ-პონგი, თუ არ დავამთავრეთ ამ ქვეყანაში ერთმანეთისკენ ხელის გაშვერა, ამ ქვეყანას არ ეშველება. ყველანი არიან ჩემთვის ერთი სახე, რომელიც არის ამ ქვეყნის განვითარების მთავარი პრობლემა. “მეჟდუ საბოიჩიკში” ვინ ვის უღალატა ნაკლებად მაინტერესებს,” – აცხადებს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე.

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია, ამბობს რომ ივანიშვილი გახარიასთვის ოპოზიციონერის იმიჯის შექმნას ცდილობს.

“იმისთვის, რომ არ გაატანოს ქართული ოცნების ხმები გიორგი გახარიას, ვინაიდან ახლა ხმების დაკარგვა და 43%-ის ვერ აღება შარლ მიშელის დოკუმენტის პირობებში, ქართული ოცნებისთვის არის შარი, შესაბამისად ისინი ცდილობენ, რომ საჯარო სივრცეში გაემიჯნონ გიორგი გახარიას და თქვან რომ ის ოპოზიციონერია და ჩვენიანი საერთოდ არ არის, რომ გახარია დაჯდეს ოპოზიციის ხმებზე და ხელისუფლების ხმები ნაკლებად წაიღოს,” – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილმა ყოფილ პრემიერ-მინისტრთან გიორგი გახარიასთან დაკავშირებით დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელა და გახარია მწვავედ გააკრიტიკა.

მსგავსი პოსტები

Back to top button