“ადმინისტრაცია მოვაჭრეებს ვერ დაეხმარება” – ინტერვიუ “ოქროს ბირჟის” კომერციულ დირექტორთან

“ბავშვთა სამყაროს” დამწვარი შენობიდან “ოქროს ბირჟის”დაზარალებულებს ხანძრის შედეგად გადამდნარი ძვირფასეულობა გამოაქვთ. შენობაში უკვე 50-მდე ადამიანი შეუშვეს.

ოქროთი და სხვა ძვირფასეული ნაკეთობებით სულ 450-მდე ადამიანი ვაჭრობდა. მათგან 270-ი ძვირფასეულობას საცავებში ინახავდა.

“ოქროს ბირჟის” კომერციულმა დირექტორმა ამირან მარიამიძემ რადიო “თბილისთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ სამართალდამცველები ადგილზე აწარმოებენ აღრიცხვას, ვიდეოგადაღებას და დაზარალებულთა გამოკითხვას.

მარიამიძის თქმით, შეკითხვას როგორ გაჩნდა ხანძარი? პასუხს გამოძება გასცემს.

მოუსმინეთ ინტერვიუს “ოქროს ბირჟის” კომერციულ დირექტორთან ამირან მარიამიძესთან, მას გიორგი ალადაშვილი ესაუბრა ►

მსგავსი პოსტები

Back to top button