მნიშვნელოვანი

„თეა წულუკიანი თავს ვერ დაიძვრენს სამარცხვინო ტყუილებით“ – თამარ კორძაია

რესპუბლიკური პარტიის წევრი თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოიტყუა, როდესაც განაცხადა, რომ სახალხო დამცველის დასკვნა საჯარო რესტრის მაშინდელი თავჯდომარის, პაპუნა უგრეხელიძის წინააღმდეგ, მისთვის ცნობილი არ ყოფილა. როგორც რადიო ,,თბილისის“ თოქ-შოუ ,,აქტიურ დროში“ თამარ კორძაიამ აღნიშნა, მინისტრმა ხელი დააფარა პაპუნა უგრეხელიძეს, დღეს კი, ,,უნიჭოდ იტყუება“.

,,მას ელექტრონული ფოსტით გადაგზავნილი ჰქონდა ეს გადაწყვეტილება. მე არ მჯერა, რომ მინისტრს შეუძლია, საკუთარი ელექტრონული ფოსტა არ გადაამოწმოს. ამიტომ, ის თავს ვერ დაიძვრენს სამარცხვინო ტყუილებით“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

მისი თქმით, პაპუნა უგრეხელიძე უარეს მდგომარეობაში ჩაიგდებს თავს, თუ სასამართლოს მიმართავს, რადგან მისი ბრალეულობა იქაც დადასტურდება.

შეგახსენებთ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უკვე ყოფილი თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე სექსუალურ შევიწროებაში თანამშრომელმა დაადანაშაულა.

მოისმინეთ თამარ კორძაიას ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button