თსუ-ში რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევენ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევენ.

პირველმა ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. თსუ-ში მოქმედი რექტორი ლადო პაპავაც.

თსუ-ს საარჩევნო კომისიამ ოთხი კანდიდატი დაარეგისტრირა – ცირა ბარამიძე, ლევან გორდეზიანი, გიორგი ანდრიაძე და დარეჯან თვალთვაძე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს უნივერსიტეტის აკადემიური ან სამეცნიერო საბჭოს წარმომადგენელი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

არჩევნები 18.00 საათზე დასრულდება და შედეგები დღესვე გახდება ცნობილი.

საარჩევნო პროცესს 16 ინდივიდუალური პირი და ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია აკვირდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button