სპორტი

ტოჩინოშინმა მე-6 ორთაბრძოლა გამარჯვებით დაასრულა

ქართველმა სუმოისტმა, ლევან გორგაძემ ტოკიოს მაისის ნაცუ ბაშოზე, ზედიზედ 3 მარცხის შემდეგ გამარჯვება მოიპოვა.

ის იაპონელ კაგაიაკის შეხვდა და იორიკირის ილეთით სძლია.

26 წლის იაპონელი, ტოჩინოშინმა რამდენჯერმე მიწას მოსწყვიატა, ბოლოს კი დოჰიოდან მისი გაყვანაც მოახერხა.

მათი ურთიერთშეხვედრების ბალანსი კიდევ უფრო გაიზარდა და ამ დროისთვის, გორგაძის უპირატესობით 7:1 – ია.

33 წლის ქართველმა სეკიტორმა სატურნირო მდგომარეობა მცირედით გაიუმჯობესა. ამ ეტაპისთვის მის ანგარიშზე 4 წაგება და 2 მოგებაა.

მისი მომდევნო მეტოქე დასავლეთის მე-8 მაეგაშირა, 30 წლის ენდო იქნება. ლევან გორგაძე სხვადასხვა ტურნირებზე ენდოს უკვე 16-ჯერ შეხვდა. აქედან 9 მოიგო და 7-ჯერ დამარცხდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button