მნიშვნელოვანირეგიონი

“მეორე ტურის წინ წინასაარჩევნო გარემო გაუარესდა” – ISFED

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” კიდევ ერთი ხმაურიანი კვლევა და ფაქტები, რომელიც არჩევნების მეორე ტურის წინ, მათთვის კითხვის ნიშნებს იწვევს.

ორგანიზაციის განცხადებით, ზეწოლამ, მუქარამ, მოსყიდვამ და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებამ მასშტაბური სახე მიიღო და ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში ფიქსირდება.

ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ქვეყანაში არსებულ საარჩევნო გარემოს აფასებს და ამბობს რომ საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა: ზეწოლა/მუქარის 40 შემთხვევა, საპრეზიდენტო კანდიდატისადმი მუქარის 1 შემთხვევა; სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების 3 შემთხვევა; ფიზიკური დაპირისპირების – 5, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის -13 შემთხვევა; ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 14, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის 2 შემთხვევა; სააგიტაციო მასალების დაზიანების 6 და დამკვირვებლის საქმიანობისთვის ხელის შეშლის 1 შემთხვევა.

ანგარიშში საუბარია ე.წ. პრობლემური ვალების განულებისა და მოვალეთა შავი სიიდან ამორიცხვაზეც. გარდა ამისა, მოსყიდვის სავარაუდო შემთხვევებს აქვს ადგილი სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, სადაც სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ მოქალაქეებს გარკვეულ თანხას სთავაზობენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button