მნიშვნელოვანი
ავლაბრის რეზიდენცია სახელმწიფო ცერემონიების სასახლე გახდა

ავლაბარში, აბდუშელიშვილის ქუჩაზე მდებარე, პრეზიდენტის ყოფილი სასახლისთვის ახალი ფუნქცია განისაზღვრა და შენობა სახელმწიფო ცერემონიების სასახლედ გადაკეთდა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა საინფორმაციო სააგენტო ,,ინტერპრესნიუსს” განუცხადა.
მისი ინფორმაციით, შენობას ახალი ფუნქცია საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს შორის შეთანხმების შედეგად მიენიჭა, ხოლო პირველი ღონისძიება, რომელიც სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართება დღეს, 17:00 საათზე დაგეგმილი მიღებაა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერებისათვის.
განკარგულება პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენციისთვის ფუნქციისა და სახელის შეცვლის შესახებ, მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე ჯერ არ გამოქვეყნებულა.