მნიშვნელოვანისიახლეები

აქციის მონაწილეების ნაწილი მთავრობის ადმინისტრაციისკენ დაიძრნენ

"მოვითხოვოთ, დაგველაპარაკოს პრემიერ-მინისტრი"

აქციის მონაწილეების ნაწილი მთავრობის ადმინისტრაციისკენ დაიძრნენ. ამის შესახებ მოწოდება აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

მათი მთავარი მოთხოვნაა, მოხდეს კანონპროექტის უკან გაწვევა და გაათავისუფლონ აქციაზე დაკავებული დემონსტრანტები.

“გამოვიდეს პრემიერ-მინისტრი და დაგველაპარაკოს. ამიტომ, ჩვენ გვინდა გთხოვოთ, რომ ხელის აწევით მოგვცეთ უფლება და მანდატი, რომ წარვუძღვეთ მშვიდობიან მანიფესტაციას. დავიძვრებით, გამოჩნდება ორი დიდი გაშლილი ბანერი რომელსაც ჩვენ წავუძღვებით წინ და გთხოვთ არავინ გასცდეს იმ ბანერს და წამოგყვეს მშვიდად, არაძალადობრივი კონსტიტუციური უფლებით. მოვითხოვოთ ამ კანონის უკან დაბრუნება და დაკავებულების გათავისუფლება”, – განაცხადა აქციის ორგანიზატორმა.

აქციის – “არა რუსულ კანონს” მონაწილეების მიერ ხელისუფლებისთვის “უცხოური გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტისგაწვევისთვის მიცემული 1 – საათიანი ვადა ამოიწურა.

აქციის ერთ-ერთმა წამყვანმა, ლევან ცუცქირიძემ მოუწოდა აქციის მონაწილეებს, რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლონ.

“მინდა შემოგთავაზოთ, რომ ახლა, ჩვენთან ერთად, მშვიდობიანად, მშვიდად, წყნარად წავიდეთ სახელმწიფო კანცელარიასთან და მოვითხოვოთ, რომ გამოვიდეს პრემიერმინისტრი და დაგველაპარაკოს.

უპირველეს ყოვლისა, გვინდა გთხოვოთ, რომ ხელის აწევით მოგცეთ უფლება და მანდატი, რომ წაუძღვეთ ამ მშვიდობიან მანიფესტაციას.

გამოჩნდება 2 დიდი, გაშლილი ბანერი, რომელსაც ჩვენ წარვუძღვებით წინ და გთხოვთ, არავინ გასცდეს ბანერს და გამოგვყვეთ მშვიდად, წყნარად მშვიდობიანი, არაძალადობრივი, კონსტიტუციური, დემოკრატიული მსვლელობით.

ჩვენ ვართ მშვიდობიანი დემონსტრანტები, არ აყვეს არავინ პროვოკაციას. წავიდეთ, მივიდეთ და მოვითხოვოთ, ამ კანონის უკან დაბრუნება და დაკავებულების გათავისუფლება”, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

ლევან ცუცქირიძის განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციასთან გადანაცვლების შემდეგ,ისინი ხელისუფლებისგან კანონის უკან გაწვევასთან ერთად და დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გასაპროტესტებლად მოქალაქეები პარლამენტის უკანა შესასვლელთან დღეს, 12:00 საათიდან შეიკრიბნენ, ხოლო 19:00 საათიდან აქცია პარლამენტის წინ გაგრძელდა. კანონპროექტს მოქალაქეები მესამე დღეა აპროტესტებენ.
ექვს თვეში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, რომელიც იქნება, მათ შორის, რეფერენდუმი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, ყველა უნდა დაელოდოს არჩევნებს.

„ამ კანონის სახალხო ლეგიტიმაციას რაც შეეხება, სულ რაღაც ექვს თვეში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, რომელიც იქნება, მათ შორის, რეფერენდუმი ამ კანონთან დაკავშირებით. ყველა ძალიან კარგად ნახავს, რომ, საბოლოო ჯამში, ამ კანონს ექნება დაახლოებით 60-პროცენტიანი მხარდაჭერა ქართულ საზოგადოებაში. შესაბამისად, ყველა დაელოდოს არჩევნებს და ნურავინ, პირველ რიგში, სალომე ზურაბიშვილი ნუ ისაუბრებს ქართველი ხალხის სახელით, როცა ის პირდაპირ ღალატობს ქართველ ხალხს და ქვეყნის კონსტიტუციას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტმა, 83 ხმით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დღეს პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის კენჭისყრას სამდღიანი ხმაურიანი საკომიტეტო და სასესიო განხილვა უძღოდა წინ.

მსგავსი პოსტები

Back to top button