მნიშვნელოვანირეგიონი

რუსული კანონის სააგიტაციო მასალა თელავშიც ჩამოხიეს

რუსული კანონის მხარდამჭერი პოსტერები კახეთში მეორე დღეა გამოჩნდა

რუსული კანონის სააგიტაციო მასალა თელავშიც ჩამოხიეს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა, თელავის ცენტრალური ქუჩები რუსული კანონის მხარაჭერი პოსტერებისგან გაანთავისუფლეს.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გიგი გიგიტელაშვილის განმარტებით, პრორუსულ მთავრობას ქვეყნის რუსულ ორბიტაზე დაბრუნების საშუალებას არ მისცემენ.

“თელავი გაწმენდილია რუსული ნაგვისგან. რუსულია არამხოლოდ ეს კანონი, არამედ რუსულია საჯარო მოხელეებისთვის დავალების მიცემა ფეისბუქზე გააზიარონ რუსული კანონის მხარდამჭერი პოსტები, რუსულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ასეთი პოსტერების განთავსება, ჩვენ არ მივცემთ საშუალებას ივანიშვილის პარტიას ხელი შეუშალოს ჩვენს ევროკავშირში გაწევრიანებას, მათ ბევრი რამ გაუვიდათ, მაგრამ არ მივცემთ შესაძლებლობას რუსულ ორბიტაზე დაგვაბრუნოს”- განაცხადა გიგიტელაშვილმა.

რუსული კანონის მხარდამჭერი პოსტერები კახეთში მეორე დღეა გამოჩნდა.

სააგიტაციო მასალა გაანადგურეს ლაგოდეხშიც, სადაც პოსტერები ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში იყო გამოკრული.

ინციდენტი ლაგოდეხში-რუსული კანონის სააგიტაციო მასალისგან ქუჩების განთავისუფლების დროს სამოქალაქო აქტივისტებს ქართული ოცნების მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ

მსგავსი პოსტები

Back to top button