“თუშეთში ფიქალის ქვის და ხე-ტყის მიღება გამარტივებული წესით იქნება შესაძლებელი”

2017 წლის პირველი იანვრიდან, თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე, მოსახლეობას და სხვა დაინტერესებულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა, ფიქალის ქვა და ხე-ტყე მიიღონ გამარტივებული წესით, მოკლე ვადაში და ხელმისაწვდომ ფასად, – ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, თუშეთში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, მათ გამოთქვეს წუხული იმასთან დაკავშირებით, რომ უწევდათ ძალიან მნიშვნელოვან ბიუროკრატიასთან შეჯახება, როდესაც სურდათ, საცხოვრებელი სახლების გაფართოება ან ახალი ობიექტების აშენება.

“ამ პრობლემების მოსაგვარებლად, გარემოს დაცვის სამინისტრო შემოდის აღნიშნული ინიციტივით. რა თქმა უნდა, ეს პროცესი მთლიანად უნდა იყოს ძალიან მკაცრი კონტროლის ქვეშ, რათა თავიდან ავიცილოთ ბოროტად გამოყენება ამ გადაწყვეტილების. თუმცა, მეორე მხრივ აუცილებელია, ეს პროცესი გავამარტივოთ, რათა ისტორიული იერსახე, რომელიც საცხოვრებელ სახლებს, თუ მცირე სასტუმროებს აქვთ თუშეთშ შევინარჩუნოთ და ამავე მოდელით განვავითაროთ თუშეთის, როგორც საცხოვრებელი, ასევე ტურისტული ინფრასტრუქტურა”, -აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button