მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

11 ინფიცირებული და 19 გამოჯანმრთელებული

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 11-ით გაიზარდა და 794 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი, 19-ით გაიზარდა და 624 გახდა.

კარანტინის რეჟიმშია 3 031 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, – 262 პირი.

საქართველოში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

მსგავსი პოსტები

Back to top button