სომხეთის თავდაცვა : საღამოს 20:00 საათიდან ცეცხლი თითქმის ყველა მიმართულებით შეწყდა

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის, არამ ტოროსიანის ინფორმაციით, გუშინ საღამოს 20:00 საათიდან ცეცხლი თითქმის შეწყდა ყველა მიმართულებით. რაიმე ინციდენტები კი ამ დრომდე არ დაფიქსირებულა.
სომხური მხარე აზერბაიჯანს მოუწოდებს, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან და იხელმძღვანელონ ოფიციალური ინფორმაციით.
“საღამოს 20:00 საათიდან ცეცხლი თითქმის შეწყდა ყველა მიმართულებით, მნიშვნელოვანი ინციდენტები არ დაფიქსირებულა. გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზოგიერთი სომხური დასახლება აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მოექცა, აბსოლუტური სიყალბეა. მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ მსგავსი ამბების გავრცელებისგან და იხელმძღვანელოთ ოფიციალური ინფორმაციით” – ამბობს არამ ტორისიანი
შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიკოლ ფაშინიანი აპირებდა ხელი მოეწერა დოკუმენტზე, რაც კაპიტულაციას გულისხმობდა და მთიან ყარაბაღზე კონტროლს აზერბაიჯანი დაამყარებდა. მოგვიანებით, ფაშინიანმა თქვა, რომ ეს დივერსია იყო და არანაირ დოკუმეტზე ხელმოწერას არ გეგმავდა.