80 დაღუპული და 100-მდე დაშავებული – ტერაქტი და ტრაგედია ნიცაში [Photo/video]

სატვირთო მანქანა მშვიდობიანი მოსახლეობის მასაში შევარდა და გადათელა. სამხრეთ საფრანგეთის ქალაქ ნიცაში ბასტილიის დღეს აღნიშნავდნენ. ტერაქტი ფეიევვერკების დასრულების შემდეგ მოხდა.
თავდამსხმელი მოგვიანებით სამართალდამცველებმა მოკლეს.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, დაღუპულთა რაოდენობა 80-ს აღწევს, მათ შორის არიან ბავშვები. კიდევ 18 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია.
სატვირთო მანქანაში აღმოჩენილი დოკუმენტების მიხედვით, საფრანგეთის პოლიცია აცხადებს, რომ თავდამსხმელი 31 წლის ფრანგ-ტუნისელია.
არსებული ინფორმაციით, ტერაქტზე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”38424″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]