მნიშვნელოვანირეგიონი

თელავში მომხდარი ავარიის კიდევ ერთი მსხვერპლი გარდაიცვალა

27 დეკემბერს, თელავში მომხდარი ავარიის კიდევ ერთი მსხვერპლი- მძიმედ დაშავებული, გიორგი ბოჭორიძე გარდაიცვალა.

ახლობლების ინფორმაციით, ავარიაში დაშავებულ 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდას, თბილისში ბოკერიას სახელობის კლინიკაში, თითქმის ერთი თვის მანძილზე მკურნალობდნენ.

” გიორგი, შოთისთან და ვალერისთან ერთად იყო იმ საბედისწერო ღამეს. ერთად მოყვნენ უმძიმეს ავარიაში, ხეს შეეჯახნენ. ძალიან მძიმედ იყო, ისე დაშავდა, ფეხიც მოკვეთეს. თბილისში გადაიყვანეს, ბოკერიაში მკურნალობდნენ, მაგრამ ეტყობა, აღარ ეყო სასიცოცხლო ძალები და გული გაუჩერდა. აქაც მეგობრები იყვნენ და იქაც ერთად წავიდნენ” – ამბობს ახლობელი.

ავტოსაგზაო შემთხვევ თელავში, რუსთაველის გამზირზე მოხდა.

ავარიაში, სოფელ კურდღელაურში მცხოვრები ახლო მეგობრები, 35 წლამდე ასაკის ვალერი თათულაშვილი და შოთა ბოჭორიძე დაიღუპნენ.

მძიმედ დაშავებული გიორგი ბოჭორიძე სამკურნალოდ, ჯერ თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში, შემდეგ კი, თბილისში იყო გადაყვანილი, თუმცა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმების გამო, ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 6-ე ნაწილით მიმდინარეობს

ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ვიდეო, სადაც ავარიაში გარდაცვლილი შოთი ბოჭორიძე, ქართულ სიმღერებს მღეროდა. მოგვიანებით, ბოჭორიძის მეგობრებმა, მისი სახელობის საქველმოქმედო ფონდი შექმნეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button