მნიშვნელოვანი

სემეკმა ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფი გაზარდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულმა კომისიამ დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის გადაცემისა და დისპეჩერიზაციის ტარიფი გაზარდა.

სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ ელექტროენერგიის გადაცემის აქამდე მოქმედი ტარიფი ერთი კილოვატ საათისთვის 0.87 თეთრია, 2018 წლის 1 იანვრიდან კი ის 1.32 თეთრი გახდება, ანუ 0.45 თეთრით გაძვირდება.

ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 27 დეკემბერს დადგინდება. იქონიებს თუ არა გავლენას დღეს მიღებული გადაწყვეტილება ტარიფის ზრდაზე, ორ დღეში გახდება ცნობილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button