“19 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულს აღიარებს” – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, 19 წლის გოგოს მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 ივლისს თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, საცხოვრებელ ბინაში, თავის მამიდაშვილს – 1998 წელს დაბადებულ ა. ხ.-ს ცივი იარაღით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა რ.ა. მომხდარიდან მეორე დღეს, ფოთში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო”.

მსგავსი პოსტები

Back to top button