საია მოქალაქეებს მიმართავს

საია-ს თავმჯდომარემ  ანა ნაცვლიშვილმა პრესკონფერენცია გამართა.

მისი ინფრომაციით  სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები მოქალაქეებთან მიდიან  და პირადი მონაცემების გაცემას სთხოვენ, თუმცა რისთვის სჭირდებათ პერსონალური ინფორმაცია განმარტებას არ აკეთებენ.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მოქალაქეებს მოუწოდებს, არ გასცენ საკუთარი პირადი მონაცემები და განმარტავს, რომ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ან საჯარო მოხელეებს არ აქვთ უფლება მოქალაქეს ამგვარი ინფორმაციის გაცემა აიძულონ.

ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები არიან დევნილები და სოციალურად დაუცველები, რომელთაც აქვთ შიში, რომ თუ პირად მონაცემებს არ გასცემენ, მათ შეიძლება სოციალური დახმარება მოუხსნან. მოქალაქეს აქვს უფლება, ასეთი ინფორმაცია არ გასცეს და ვერავითარ შემთხვევაში მათ დახმარებას ვერავინ შეუწყვეტს”- აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button