კომპანია, რომელიც ტალღების ენერგიას ელექტროენერგიად გადააქცევს, 10 მილიონი ევროთი დაფინანსდა [Photo]

ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) ტალღების ენერგიის განვითარების პროექტში პირველი ხელშეკრულება გააფორმა.
კონტრაქტი ფინურ კომპანია AW Energy-სთან გაფორმდა, შედეგად კი ბანკი ფინურ სტარტაპში 10 მილიონ ევროს ჩადებს.
WaveRoller – ასე ეწოდება ტექნოლოგიას, რომელიც ტალღების ენერგიას იყენებს.
„პროექტს აქვს პოტენციალი, რათა აუთვისებელი – სუფთა, განახლებადი ენერგიის წყაროები განავითაროს, რთულია, შეაფასო ამ ტიპის პროექტების მნიშვნელობა. ფინური კომპანია ტექნოლოგიის განვითარებას პორტუგალიაში გეგმავს, ევროპის საინვესტიციო ბანკი მოხარულია, რომ მის განვითარებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა იან ვაპაავუორიმ.
AW-Energy-ის მოწყობილობა სანაპირო ზოლის მახლობლად წყალქვეშ მაგრდება. კომპანიამ ტექნოლოგიის განვითარება 2012 წლიდან დაიწყო და ტალღების ენერგიის დახმარებით ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. ამ ეტაპზე მოწყობილობა 100 კვტ. სიმძლავრის არის და სამომავლოდ მისი გაზრდა 350 კვტ-მდეა დაგეგმილი.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”38109″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]