მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ვოლოდიმერ ზელენსკიმ და ემანუელ მაკრონმა ტელეფონით ისაუბრეს

უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ემანუელ მაკრონთან საუბრისას მან მადლობა გადაუხადა საფრანგეთის ლიდერს უკრაინის მიმართ ყოვლისმომცველი და ეფექტური მხარდაჭერისთვის.

ზელენსკის თქმით, მაკრონთან უკრაინის მშვიდობის ფორმულისადმი სხვა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის კონსოლიდაცია განიხილა.
ამასთან, როგორც უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, მან და საფრანგეთის პირველმა პირმა მათი პოზიციების კოორდინაცია მოახსენეს და შემდგომ კონკრეტულ ნაბიჯებზე ორმხრივი დიალოგის ფარგლებში შეთანხმდნენ.

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, უკრაინის მოკავშირეები და მისი მოსახლეობა დარჩნენ „რაც შეიძლება ერთიანნი“ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ვიდეო მიმართვაში მან აღნიშნა, რომ ესაუბრა ფრანგ კოლეგას, იარაღის მიწოდებისა და შემდგომი თანამშრომლობის შესახებ.

მან ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ს იარაღის მიწოდებისა და ფინანსური დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა მიიღოს უფრო ძლიერი სიგნალები, რომ მსოფლიო არ აპატიებს არცერთ ტერორისტულ აქტს“, – განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა: „და რომ რაც შეიძლება მეტი გლობალური მოთამაშე აბსოლუტურად პრინციპულია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის დაცვაში მისი ტერორის გამო“.

მისი თქმით, მემესაზღვრეები, რომლებმაც პირველებმა დაიცვეს ქვეყანა რუსული ძალებისგან, კვლავ უკრაინის საზღვრების დაცვას დაუბრუნდებიან.

„აუცილებლად დადგება დღე, როცა დონეცკისა და სიმფეროპოლის საერთაშორისო აეროპორტებში უკრაინის საზღვრის კონტროლი მგზავრებისთვის ისევ ჩვეულებრივი იქნება”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ”მაქსიმალური ერთიანობით, უდიდესი პრინციპული პოზიციის შენარჩუნებით ჩვენი საერთო ღირებულებების დასაცავად და თავდაცვის შეთანხმებების რაც შეიძლება სწრაფი განხორციელებით, ყველა ერთად უკრაინაში, ევროპასა და მსოფლიოში, შევძლებთ თავიდან ავიცილოთ რუსეთის მიერ ომის გაჭიანურება და ნორმალური, სამართლიანი მშვიდობის აღდგენა“.

მსგავსი პოსტები

Back to top button