მნიშვნელოვანირეგიონი

უკრაინაში დაღუპულ ქართველი მებრძოლს სამხედრო პატივით დაკრძალავენ

უკრაინაში დაღუპულ კიდევ ერთ ქართველი მებრძოლს, გიორგი გრიგოლიას აბაშაში დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

ჯარისკაცის ცხედარი აბაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში გუშინ დაასვენეს.

უკრაინის სამხედრო ატაშე, გენერალ-მაიორი სერგეი კრავჩუკი აბაშელ მებრძოლს დაემშვიდობა და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

მან გიორგი გრიგოლიას ოჯახს მადლობა გადაუხადა და მიუსამძიმრა.

“მადლობა მას თავგანწირვისთვის. უკრაინის მთავრობის სახელით ვარ აქ და ვუხდი მადლობას გმირობისთვის”,- უთხრა ჟურნალისტებს კრავჩუკმა.

მებრძოლი ერთი კვირის წინ ქალაქ ბახმუტში ოკუპანტთან შეტაკებისას დაიღუპა. გრიგოლიას მამა ამ დრომდე ნიკოლაევის ოლქში რუსი სამხედროების ალყაშია და შვილის დაკრძალვას ვერ ესწრება.

საქართველოში ჩამოსვლა ვერ მოახერხეს მისმა მეუღლემ და მცირეწლოვანმა შვილმაც.

მსგავსი პოსტები

Back to top button